+995 595 991119

უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის

 

პროექტი: „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“

ავტორები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე, ანა კალანდარიშვილი 

პროგრამა: SMART ტექნოლოგიები, სამედიცინო ინჟინერია

მენტორი: დავით სონღულაშვილი, უტა კილასონია

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ - 2018 წელი - N1 ადგილი, 5000 ლარი და თიბისი ბანკის ერთწლიანი სტიპენდია!

საგზური აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - INTEL ISEF 

 -----------------------

უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოებისთვის, რომელიც შშმ პირებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მოწყობილობა უსინათლო ადამიანებს დაეხმარება მათ ადაპტაციაში, ისე, რომ ვიზუალური დეფექტების კომპენსაცია მოხდება უსაფრთხო ანალიზატორებით - შეხებითა და მოსმენით.

მოწყობილობა რეაგირებს ხმოვან ბრძანებაზე, ირჩევს მედიკამენტს და იძლევა ხმოვან შეტყობინებას მის მიერ შერჩეული მედიკამენტის შესახებ. მას ასევე შეუძლია შეახსენოს მედიკამენტის დასახელება და მისი მიღების დრო. მოწყობილობა ეხმარება პიროვნებას ისეთი წამლების მიღებაში, რომელთა ოდენობა განისაზღვრება წვეთების რაოდენობით. ის ავტომატურად ახდენს წვეთების დათვლასა და წყლის დოზირებას.

   

#SEIT ACADEMY

STEM ACADEMY