+995 595 991119
ჩვენი მიზნები
„მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ მუდმივად განვითარებად მსოფლიოში წარმატების მიღწევაში!“
განათლებას აქვს 4 მთავარი მიზანი:
1. ეკონომიკური
მოვახდინოთ ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას
2. კულტურული
განათლება არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რითაც ჩვენ თაობებს გადავცემთ ტრადიციასა და ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ხალხს მისცემს იმის საშუალებას - გააცნობიერონ, რატომ არიან ადამიანები განსხვავებულები, რატომ აქვთ განსხვავებული ღირებულებები და ა.შ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საგანთა ინტეგრირება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შერწყმა რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი
3. სოციალური
ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას გააცნობიერონ, თუ როგორ არის ჩვენი გარემო მოწყობილი და მართული. საჭიროა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ აქტიური მოქალაქეობრივი კულტურა
4. პერსონალური
განათლება, ეს არის კომპონენტი და მექანიზმი. ყველა ადამიანი არის განსხვავებული, სხვადასხვა ინტერესებითა და გატაცებებით. ამიტომ საჭიროა სასწავლო კურიკულუმები იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი, რომ დაეხმაროს ყველა მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი თავი და იპოვნოს საკუთარი ტალანტი.
კენ რობინსონი
(ვანკუვერის უნივერსიტეტის პროფესორი,
სახელმწიფო დონის კონსულტანტი განათლების სფეროში)