+995 595 991119

მოგესალმებით ჩვენს აკადემიაში

„მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია“ (SEIT Academy), არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი 21-ე საუკუნის შესაბამისი ცოდნა-განათლების მიცემას წარმოადგენს ჩვენი მომავალი თაობისათვის. ორგანიზაციის მთავარი მიმართულებაა - საბუნებისმეტყველო და STEM საგნების პოპულარიზაცია და სწავლებისათვის საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის მენტორი მასწავლებლების, აკადემიური პერსონალისა და ექსპერტ-კონსულტანტების მიერ იქმნება თანამედროვე სწავლების ავტორიზირებული პროგრამები, საბუნებისმეტყველო ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური და ჰიბრიდული ლაბორატორიები და სასწავლო კურსები, რომელთა მთავარ მიზანს კვლევა-ძიებასა და ცდა-ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები წარმოადგენს. SEIT Academy-ის მთავარი ამოცანაა - განუვითაროს ჩვენს მომავალ თაობას ყველა ის უნარი, რომელიც მათ სამომავლოდ საზოგადოების სრულფასოვან და ძლიერ წევრებად აქცევს.

SEIT Academy წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს განათლების სფეროში და მუშაობს ინოვაციურ პროექტებზე. ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი დაფუძნდა 2018 წელს და კვლავაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. განათლების გარდა, ორგანიზაცია ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვ.

სამეცნიერო დარგების ტექნოლოგიური განვითარება, მეცნიერთა ხელშეწყობა და ინოვატორი ახალგაზრდა თაობის აღზრდა - საქართველოს სწრაფი განვითარების მთავარი წინაპირობაა!