+995 595 991119

დისტანციური დიაგნოსტიკა

 

პროექტი: „დისტანციური დიაგნოსრიკა“

ავტორები: ნინი ბულბულაშვილი, მარიამ ბარიაშვილი, გიორგი გეგენავა, გიგი გუგუნავა, ალექსი ტყებუჩავა

პროგრამა: SMART ტექნოლოგიები

მენტორი: დავით სონღულაშვილი

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი, 2019 წელი - N3 ადგილი და საგზური ევროპის კოსმოსური ცენტრის ასტრონავტთა ბანაკში!

 

თითოეული ადამიანი წელიწადში ორჯერ მაინც, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს, რადგან დროული დიაგნისტიკა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ფატალურ შედეგებს.  იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ ცხოვრობს ქალაქში, ან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს ასეთი რეჟიმის დაცვას, ფერხდება დაავადების დროული გამოვლინება და დიაგნოზის დასმა სანდო და კვალიფიციური  ექიმის მიერ.

აღნიშნული მრავალფუნქციური  ხელსაწყოს დახმარებით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, სამედიცინო დაწესებულებებში რიგებისა და დამღლელი ლოდინის გარეშე, გაიაროთ დიაგნოსტიკა დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. რაც გულისხმობს შემდეგს :

ხელსაწყოს მფლობელი, ინტერნეტის საშუალებით უკავშირდება ექიმს, ამის შემდგომ ექიმი მიიღებს წვდომას აღნიშნულ ხელსაწყოსთან და ახდენს მის მართვასა და კონტროლს, რის შედეგადაც ექიმი გარდა პაციენტის ონლაინ  გამოსახულებისა, იღებს შემდეგ მონაცემებს (ვიზუალურად) პაციენტის მდგომარეობის შესახებ: წნევა, ტემპერატურა, გულის რიტმი (პულსი), კარდიოგრამა, სუნთქვის სიხშირე...

აგრეთვე ექიმს ეძლევა საშუალება მოახდინოს დიაგნოსტიკა პაციენტის სმენის შესახებ და მიიღოს ამლიტუდურ-სიხშირული გრაფიკული მახასიათებელი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, ტელემედიცინა მით უფრო აქტუალური და ხელმისაწვდომი ხდება. არსებობს ონლაინ კონსულტაციები ინტერნეტით ან ტელეფონით  და სამედიცინო აპლიკაციები. ყოველივე ზემოთ ნახსენები ეყრდნობა პაციენტის სუბიექტურ აზრს და მიმდინარეობს მხოლოდ კითხვა პასუხის რეჟიმში.

   აღნიშნული ხელსაწყო (რომელსაც ფლობს პაციენტი), შეიძლება შევადაროთ „მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს“. ექიმთან ინტერნეტით დაკავშირების შემდეგ, ექიმს ეძლევა საშუალება, უშუალოდ მართოს ხელსაწყო დისტანციურად და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ვიზუალური სახით (გრაფიკების სახით).

 კერძოდ : წნევის, კარდიოგრამის, ტემპერატურის, პულსის და სუნთქვის სიხშირის.

  აღსანიშნავია ისიც, რომ შეიქმნა ქამარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც კარდიოგრამის გადაღება და ტემპერატურის გაზომვა, ასევე სუნთვაზე დაკვირვებაც. ამ ქამრის გამოყენება ეფექტური და მოსახერხებელია.

წნევის მზომი ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი კი ასეთია: ექიმი ხედავს არა მარტო ციფრულ მონაცემებს, არამედ ვიზუალურად იხილოს პაციენტის წნევის და პულსის ამსახველი გრაფიკები სრულ დინამიკაში და ეს ყველაფერი დასინქრონიზებულია ვირტუალურ გულთან.

ასევე, შექმნილია კარდიოგრამის გადაღებისა და გაშიფვრის ისეთი მექანიზმი, სადაც პაციენტის გული და კარდიოგრამის თითოეული კბილი დასინქრონიზებულია ვირტუალურ გულთან და ის მუშაობს პაციენტის გულის შესაბამისად, კარდიოგრამის სინქრონში.

ფაქტიურად ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ექიმის კაბინეტში. ექიმსა და პაციენტს მხოლოდ მაძილი აშორებთ. 

--------------------------------------------------------------------------------------------

წარმატების მიღწევის შემდეგ, გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრნენ ევროპის კოსმოსური ცენტრის ასტრონავტთა ბანაკში, სადაც სწავლებისა და სამუშაო შეხვედრების გარდა, მოსწავლეებმა სიმულატორის საშუალებით გამოსცადეს „სიარული“ მარსსა და მთავარეზე, მენტორების დახმარებით ააწყვეს სატელიტები და რაკეტები. გუნდის წევრები დაესწრნენ 5D კოსმოსურ შოუს, ლექციებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) შესახებ და დაათვალიერეს ევროპის კოსმოსური ცენტრი. 

    

#SEIT ACADEMY

STEM ACADEMY