+995 595 991119

შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის

 

პროექტი: „შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის“

ავტორები: ლიკა კოკაია, ნათია შამათავა, ალექსი ტყებუჩავა, გვანცა ჩიქოვანი, დეა ჩიტაია (სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზია)

პროგრამა: გეოლოგიური საფრთხეები და SMART ტექნოლოგიები

მენტორი: დავით სონღულაშვილი

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი, 2017 წელი - N1 ადგილი და საგზური NISA-ში!  

ინოვაციის კონკურსისთვის გუნდის მიერ შექმნილ ხელსაწყოს „შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის“ ჰქვია, რომელიც ნაადრევად გრძნობს მეწყერის მოახლოვებას ან მიწისძვრას და მოსახლეობასთან შეტყობინებას გზავნის.

ხელსაწყოს მთავარი მიზანია - ბუნებრივი კატასტროფის დროს ადამიანების სიკვდილიანობა თავიდან იქნეს აცილებული.

„ამ ხელსაწყოში გამოყენებულია სენსორები და მაგნიტი, რომელიც მაგრდება ნიადაგის ზედაპირზე, ორი სენსორი კი მის ზემოთ. რადგან ნიადაგში ყოველთვის შეინიშნება მცირედი ვიბრაცები, დაწესებულია ზღვარი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, მას სენსორი აღიქვამს.  სენსორი მონაცემებს sms-ს სახით გადასცემს როგორც ცენტრალურ სერვერს, ისე პლანშეტებში ჩატვირთულ აპლიკაციებს“.

მოსწავლეები ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც კოსმონავტების საწვრთნელი ბაზა, მუზეუმები, ლაბორატორიები და კოსმოსური ხომალდები დაათვალიერეს. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ასტრონავტსა და ცნობილ ასტროფიზიკოსს დოქტორ ჯონ დევიდ ბარტოს შეხვდნენ, რომელმაც ახალგაზრდა გამომგონებლებს თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და შეხვედრის ბოლოს, საკუთარი ავტოგრაფით, საჩუქრებიც დაურიგა.

ქართველმა მოსწავლეებმა სხვა უცხოელ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ორ კონკურსში, სადაც პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს.

„ორი კონკურსი გაიმართა, სადაც ჩვენ გარდა კიდევ სხვა ჯგუფები მონაწილეობდნენ. შევქმენით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა მაღალი ტემპერატურისგან, ხოლო მეორე კონკურსში შევქმენით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა დაბალი ტემპერატურისგან. ეს ყველაფერი შემოწმდა ინსტრუქტორების მიერ და აქედან გამომდინარე, ავიღეთ პირველი და მესამე ადგილები“

 

               

 

#SEIT ACADEMY

#STEM ACADEMY