+995 595 991119

GeoGebra და MathLAB მათემატიკის პედაგოგთათვის

 

აკადემიური ტრენინგ-კურსი მათემატიკის პედაგოგებისათვის 

შეისწავლე GeoGebra და MathLAB 

STEM აკადემია გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოთ ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური, მათემატიკური სიმულაციების და ვირტუალური ექსპერიმენტების შესაქმნელი უნივერსალური პროგრამები -GeoGebra და MathLAB-ი.

Geogebra-არის პროგრამა რომელიც ემსახურება მოსწავლეთა მათემატიკური და არამარტო მათემატიკური უნარების განვითარებას. გეოგებრა ეს უნივერსალური პროგრამაა მოსწავლეთა ჩართვისთვის სწავლის პროცესში. იგი აქტიურად გამოიყენება ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად, ის საუკეთესო გზაა ფუნქციის წარმოდგენისათვის, 3D გრაფიკის და გეომეტრიული ფიგურების აგებისა და მათი თვისებების წარმოჩენისათვის. GeoGebra აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში და დღითი-დღე ინერგება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც.

        

 

MATHLAB - ეს არის მაღალი დონის ენა ტექნიკური გამოთვლებისათვის, იგი შეიცავს, გამოთვლების, ვიზუალიზაციის, პროგრამირების საშუალებებს.

MATHLAB-ის უნუკალურობა განისაზღვრება იმით, რომ:

1. სისტემა ორიენტირებულია მატრიცულ ოპერაციებზე;

2. აქვს დიდი რაოდენობის ფუნქციათა შემცველი ბიბლიოთეკა, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი შინაარსის ამოცანების ამოხსნისათვის.

3. აქვს დიალოგის შესაძლებლობა სხვა მათემატიკურ სისტემებთან (Maple, Mathcad, MS Excel), რაც აფართოებს მისი მოქმედების არეალს.

ამ განსაკუთრებულობის გამო MATHLAB-ი არის ყველაზე უფრო გავრცელებული მათემატიკური სისტემა, რომელიც სარგებლობს დიდი პოპულარობით მომხმარებლებში, მისი გამოყენება თითქმის აუცილებელი გახდა მათემატიკურ დისციპლინებში ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისას.

       

 

1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს საგნის პედაგოგთა რეგისტრაცია

 

ტრენინგ-კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატში 

 

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (32 საკონტაქტო საათი)

 

I - მოდული GeoGebra - 16 საათი

II - მოდული MathLAB - 16 საათი

 

ინტენსივობა: კვირაში 2 შეხვედრა (2-2 საათიანი)

 

სრული კურსის საფასური: 300 ლარი

 

გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ სარეგისტრაციო ფორმაში თქვენთვის სასურველი დრო და მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა - იყოთ წარმატებული მათემატიკის პედაგოგი!