+995 595 991119
STEM განათლების მნიშვნელობა პრესქულის ეტაპზე
STEM განათლების მიცემა ბავშვებისათვის ადრეულ ეტაპზე ხელს უწყობს მათ საერთო აკადემიურ ზრდას და აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარებას. რეალური ცხოვრებისეული უნარები, რომლებიც ბავშვებს უვითარდებათ STEM-ის სწავლებისას, ეხმარება მათ გახდნენ პრობლემების უკეთ გადამჭრელნი და შემსწავლელნი. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვებისათვის პატარა ასაკიდანვე ცნობისმოყვარეობის გაღვივება და აღძვრა.
STEM პრესქულში მასწავლებლები მიზანმიმართულად გეგმავენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს საშუალებას აძლევს იკვლიონ და კვლევის საფუძველზე გამოთქვან მოსაზრებები, დასვან შეკითხვები და წამოაყენონ საინტერესო ჰიპოთეზები. თამაშ-თამაშით STEM-ის საბავშვო მეცნიერული აქტივობები იბეჭდება ბავშვების ქვეცნობიერში და სულ უფრო მეტი ინტერესი და მოთხოვნილება უჩნდებათ მათ მეცნიერული აღმოჩენების მიმართ. პრესქულელ ბავშვებს STEM აქტივობები ჩაშენებული აქვთ დღის განრიგში, ყველა შეთავაზებული აქტივობისთვის შექმნილია გარემო, რომელიც მათ უამრავ სასწავლო გამოცდილებას აძლევს.
ასევე არსებობს მრავალი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც მშობლებს შეუძლიათ თავიანთი შვილების STEM/STEAM სწავლის გასაძლიერებლად. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა:
STEM სწავლება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ბავშვების თამაშით სწავლება იწვევს მათ STEM კონცეფციებს.
- სასურსათო მაღაზიაში ბავშვებთან ერთად ყოფნის დროს მშობელს შეუძლია შეადარებინოს მათ ორი განსხვავებული ხილი და დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს დაკვირვებასა და აღწერას. ბავშვებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ დათვალონ, ამოიცნონ ფორმები და დააკვირდნენ, როგორ მოძრაობენ ისეთი ნივთები, როგორიცაა სასურსათო ეტლები.
- წაახალისეთ მათი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. მიეცით მათ უამრავი შესაძლებლობა გამოიკვლიონ, აღმოაჩინონ და შექმნან, როგორც შიდა გარემოშო, ისე გარეთ - ბუნებაში.
- დააკვირდით, რას აკეთებენ ისინი თამაშის დროს და დაუსვით კითხვები, როგორიცაა: „მითხარი, რაზე მუშაობ ახლა“ ან „რას ამჩნევ, როგორ მოძრაობს იგი? ეს ხელს შეუწყობს მათ დაკვირვებისა და აზროვნების უნარს განვითარებას და გამოიწვევს მათ დაფიქრებას, თეორიების ჩამოყალიბებასა და კითხვების დასმას.
- მიეცით ბავშვებს საშუალება შექმნან ხელოვნება სახლში, მათ მიერ არჩეული მასალების გამოყენებით. შემდეგ შეისწავლეთ თქვენი შვილის მუშაობის პროცესი.
- როდესაც მსჯელობთ მათ მიერ შექმნილ ხელოვნებაზე, წაახალისეთ ისინი საუბარისას და ჰკითხეთ: „მითხარი რა შექმენი“ ან „სახალისო იყო ამის გაკეთება?
პრესქულის ასაკში, STEM გვხვდება აქტივობებში, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად ეწევიან.
სინამდვილეში, ბავშვები ბუნებით დაბადებული მეცნიერები არიან!
მეცნიერული აქტივობები მოიცავს წყლისა და ქვიშის შესწავლას, ბუნებრივი მასალების შედარებას და კონტრასტს, ბურთების გადაგდებას ბარიერებზე და მწერებზე დაკვირვებას გამადიდებელი შუშისა და მიკროსკოპის საშუალებით.
ტექნოლოგიური აქტივობები შეიძლება მოიცავდეს კომპიუტერებს, მაგრამ ისინი ასევე მოიცავს მუშაობას ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა მაკრატელი და საკანცელარიო ნივთები, ლეგო, კუბიკები, სამანქანო ტრასები, ბორბლები და გორგოლაჭები.
ინჟინერია ხდება მაშინ, როდესაც ბავშვები გეგმავენ და აპროექტებენ სტრუქტურებს ბლოკებით და სხვა სამშენებლო მასალებით. მათემატიკური აქტივობები მოიცავს თვლას, შესაბამისობას და შაბლონების შექმნას.
ბავშვებს აქვთ ბუნებრივი უნარები შეისწავლონ, შექმნან და განავითარონ. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ განივითარონ ეს უნარები, მათთვის ძიებისა და აღმოჩენის მდიდარი შესაძლებლობების მინიჭებით. ინოვაცია არის მათი და ჩვენი მომავლის გასაღები, ხოლო STEM-ის ძლიერი საფუძველი, მათი წარმატებული მომავლის გარანტი იქნება.
#STEMPRESCHOOL
#STEMEDUCATION