+995 595 991119

კიბერუსაფრთხოება

პროგრამა მოიცავს 2 მიმართულებას: 1. კიბერუსაფრთხოების საფუძვლები და 2. უსაფრთხოების ინჟინერია

Cybersecurity Information Security Fundamentals

კიბერუსაფრთხოების საფუძვლები

თქვენ შეძლებთ გაიღრმაოთ ცოდნა და უნარები 3 სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ:

  • ინფორმაციული უსაფრთხოება
  • ქსელური უსაფრთხოება
  • კომპიუტერული ექსპერტიზა

 

კომპიუტერული უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის. ინფორმაციის უსაფრთხოება ნიშნავს რომ ინფორმაციის დამუშავება, კომუნიკაციები, ინფორმაციის კონფიდენციალობა, მთლიანობა და ხემისაწვდომობა არის დაცული.

თქვენ გაეცნობით ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლებს. პროფესიონალურ დონეზე შეისწავლით ინფორმაციის უსაფრთხოების, ქსელის უსაფრთხოების და კომპიუტერული ექსპერტიზის კონცეფციებს.

კომუნიკაციებში ინფორმაციის უსაფრთხოება ასევე მოიცავს გზავნილებისა და შეტყობინებების ავთენტურობის დადასტურებას, რომელიც მოიცავს იდენტიფიკაციას, შემოწმებას, დამოწმებას და ინფორმაციის ავტორიზაციას არსებული და შენახული მონაცემების შეუცვლელად.

ამ პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება ECSS გამოცდის წარმატების ჩაბარება. მიღებული სერთიფიკატი კი საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ დომეინისა და ქსელური უსაფრთხოების განხრით.

 

ამ კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით:

  • ძირითადი პრობლემები რომლებიც ეხება ინფორმაციის უსაფრთხოებას, ქსელის უსაფრთხოებასა და კომპიუტერულ ექსპერტიზას .
  • ქსელებისა და OSI და TCP / IP მოდელის სხვადასხვა კომპონენტების საფუძვლებს.
  • ქსელის უსაფრთხოების სხვადასხვა პროტოკოლებს
  • გაეცნობით ინფორმაციული უსაფრთხოების საფრთხეებისა და თავდასხმების სხვადასხვა სახეებს და მათი თავიდან აცილებისთვის რა ზომები მიიღოთ.
  • სოციალური ინჟინერიის ტექნიკასა და ქურდობის იდენტიფიცირებას.
  • ჰაკერული ციკლის სხვადასხვა დონეებს
  • იდენტიფიკაციის, ავთენტურობისა და ავტორიზაციის კონცეფტებს.
  • სხვადასხვა ტიპის კრიპტოგრაფიის გაშიფვრას, კრიპტოგრაფიულ თავდასხმებს და კრიპტოანალიზის ხელსაწყოებს.
  • IDS და IDS არიდების ტექნიკის საფუძვლებს.
  • Firewall და Firewall ტექნოლოგიების მაგალითად, Bastion Host, DMZ, Proxy Servers, საფუძვლებს. ქსელის მისამართების თარგმანს და ა.შ.
  • ინფორმაციული ბაზის და მონაცემთა შენახვის ტექნიკასა და VPN უსაფრთხოებას.
  • Wi-Fi უსაფრთხოება და უსადენო ქსელების გაშიფვრას, საფრთხებს.
  • სხვადასხვა ტიპის ვებ სერვერებისა და ვებ – პროგრამებზე თავდასხმებისას რა ზომები მიიღოთ.
  • ინციდენტების მართვა და მათზე რეაგირება.
  • კიბერდანაშაულისა და კომპიუტერული ექსპერტიზის გამოკვლევის მეთოდოლოგიას.
  • ვინდოუსიდან და ქსელიდან სტაბილური და არასტაბილური ინფორმაციის შეგროვებას.
  • ექსპერტიზის ანალიზის მექანიზმს.
  • სტეგანოგრაფიას და მის ტექნიკას.
  • ელ.ფოსტით თვალყურისდევნებას და ელ.ფოსტის დანაშაულის გამოძიებას
  • გამოძიების რეპორტის წერას

 

Certified Application Security Engineer (CASE) 

უსაფრთხოების ინჟინერია

ეს პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხოების აქტივობებს, რომლებიც მოიცავს პროგრამული განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) ყველა ფაზას: პროგრამის დაგეგმვა, შექმნა, ტესტირება და აპლიკაციის განთავსება.

 

ამ კურსის მიზანია პროგრამისტებს ასწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო ინჟინერია. მოამზადოს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები რომ შექმნან უსაფრთხო და დაცული პროგრამები. უშუალოდ ეს პროგრამა "CASE" დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მოთხოვნადი პროგრამაა, ის გაცილებით მეტია ვიდრე უსაფრთხო კოდირების პრაქტიკის გაიდლაინები და სახელმძღვანელოები. 

ამ პროგრამის გავლისას თქვენ ისწავლით:

  • უზრუნველყოთ აპლიკაციის უსაფრთხოება
  • შექმნათ იმის საფუძველი, რომ აპლიკაციების დეველოპერებმა და დეველოპერულმა ორგანიზაციებმა აწარმოონ უსაფრთხო და დაცული აპლიკაციები უფრო მეტი სტაბილურობით და უსაფრთხოების ნაკლები რისკებით.

 

კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე, 80 საკონტაქტო საათი

ინტენსივობა: კვირაში 2 გაკვეთილი (2-2 საათიანი)

ასაკი: 16 +

კურსის სრული ღირებულება: 1000 ლ

დამატებითი ინფორმაცია: სრული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირების საფუძველზე მოხდება ცოდნის დონის შემოწმება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი