+995 595 991119

STEM & STEAM

მომავალი STEM პროფესიებშია! 

იცით თუ არა რას ნიშნავს STEM?

S - SCIENCE

T - TECHNOLOGY

E - ENGINEERING

M - MATHEMATICS

 
მსოფლიოში აქტუალური და პოპულარული ტერმინი STEM ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას ნიშნავს.
 
STEM = Science, Technology, Engineering, and Math.
 
STEM პროფესიები კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო და ფიზიკის დარგის სპეციალისტებს მოიცავს.
 
STEM სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინოვაციებს ქმნიან და ზრდიან ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და კონკურენტუარიანობას. სწორედ ეს პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი. ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში STEM სპეციალისტებზე მოთხოვნა 10 ჯერ გაიზარდა.
 
STEM სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის – ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყნები არიან ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულები და ინტელექტუალურ ძალასაც ზრდიან ამ მიმართულებით. სერვისის და საშუალო დონის გადაწყვეტილებების მიღების დარგებში, ფაქტობრივად, უკვე ძალიან დიდი როლი ეკისრება ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიქსს. 
 
ჩვენს ეპოქაში დაბადებულ ბავშვებს აქვთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ. ეს ძალიან საყურადღებო რამაა, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ბავშვის – თქვენი შვილის განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვისაც. 
 
იმისათვის, რომ არ ვიყოთ უბრალოდ მომხმარებლები და ჩვენ თვითონ მივიღოთ ამ სფეროების განვითარებაში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლამდელი ასაკიდან ბავშვებს განვუვითაროთ ტექნიკური აზროვნება. 
 
* * * * * * *
 
STEM -ის სასწავლო კურსი დაყოფილია საფეხურებად მოსწავლეთა ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით:
 

I საფეხური   -   7 - 9 წლის      ( II,  III,  IV კლასი)

II საფეხური  -  10 - 12 წლის   ( V, VI  კლასი)

III საფეხური  - 13 - 18 წლის   ( VII, VIII, IX ,  X,  XI,  XII კლასი)

 

  • თითოეული გაკვეთილი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს და სასწავლო გეგმა შედგენილია მათი ასაკობრივი უნარების გათვალისწინებით. 
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალებით
  • რაც მთავარია! - მოსწავლეები სამივე საფეხურზე გადიან თავიანთი ასაკის შესაბამის სამეცნიერო, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო საგნებს - ვირტუალური, რეალურ - ვირტუალური და ჰიბრიდული ლაბორატორიების გამოყენებით. 

 * * * * * * * 

I საფეხური მოიცავს 20 გაკვეთილს, გრძელდება 2.5 თვის განმავლობაში და შექმნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის. მოსწავლეები ეუფლებიან ელემენტარულ, მარტივ პრაქტიკულ ამოცანებს ელექტრონიკის, ფიზიკურ სიდიდეთა გამოთვლების და რობოტიკის მიმართულებით. სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, რომელიც მათ დაეხმარება მეცნიერების უკეთ გაგებასა და გააზრებაში შედგენილია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში ხდება ბავშვებში ყველაზე აქტიურად მნიშვნელოვანი უნარების განვითარება და ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ არა პროგრამულ ებებს, არამედ ივითარებენ პროგრამულ აზროვნებას და წყვეტენ სერიოზულ ამოცანებს   code.org და scratch- ის გამოყენებით, ელექტრონიკის კუთხით კი გადიან Snap Circuits.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საბაზო ცოდნა ელექტრონიკის, ფიზიკურ სიდიდეთა გამოთვლებისა და რობოტიკის მიმართულებით. ასევე გაეცნობიან: ცვლადს, ციკლებს, პირობითი ოპერატორის ცნებებს, გაიუმჯობესებენ ალგორითმულ აზროვნებას. სასწავლო გეგმაში მოცემული აქტივობები ფოკუსირებულია გამოცდილების დაგროვებაზე და ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და გუნდური მუშაობა. 

 * * * * * * *

II საფეხური მოიცავს 80 გაკვეთილს, გრძელდება 9 თვის განმავლობაში და შექმნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის.

კურსი შედგება 4 მიმართულებისაგან: 

  • ელექტრონიკა - I დონე - 15 გაკვეთილი
  • პროგრამირებაში - I დონე - 15 გაკვეთილი
  • Arduino-ს გაცნობა, აღწერა და მისი მახასიათებლების შესწავლა - 15 გაკვეთილი
  • ფიზიკურ სიდიდეთა გამოთვლები - I დონე - 15 გაკვეთილი
  • რობოტექნიკის საფუძვლები - I დონე - 20 გაკვეთილი 

მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრონული ჯაჭვის ძირითად კომპონენტებს, ისწავლიან რეზისტორისა და ფოტოდიოდის მნიშვნელობას, გაეცნობიან არდუინოს დაფასა და სენსორებს. მოსწავლეები ვირტუალურ სამყაროში გადაეშვებიან TinkerCad -ისა და FreeCAD - ინჟინერული პროგრამების საშუალებით. გაეცნობიან 3D მოდელირებას, ისწავლიან ესკიზებისა და ნახაზების შექმნას. დაიწყებენ მარტივ ინოვაციურ პროექტემზე მუშაობას და განივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს.

 * * * * * * *

III საფეხური მოიცავს 80 გაკვეთილს, გრძელდება 9 თვის განმავლობაში და შექმნილია მაღალი კლასის მოსწავლეთათვის.

 

კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • Arduino-ს აღწერა, მისი მახასიათებლები
  • ანალოგურ-ციფრული და ციფრულ-ანალოგური გარდამქნელების მოქმედების პრინციპის შესწავლა
  • Analog პინებისდა Digital პინების მოქმედების პრინციპის შესწავლა
  • გარეშე ობიექტებთან და სენსორებთან დაკავშირება
  • თითიეული სენსორის ღრმა ფიზიკური შინაარსის და მისი მოქმედების პრინციპის გააზრება
  • სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეების გასაზომად ახალი ტიპის სენსორების გამოგონება და მათი განხორციელების მცდელობა და მოდელირება
  • სხვადასხვა ფორმის სიგნალის გენერატორების შესწავლა და გამოყენება
  • დიფერენციალური გამაძლიერებლების და კომპარატორების მოქმედების პრინციპის შესწავლა და გამოყენება
  • ლოგიკური ელემენტების მოქმედების პრინციპის და სტრუქტურის შესწავლადა გამოყენება
  • ციფრული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის შესწავლა
  • თანამედროვე აპარატურის: პრინტერის, სკანერის, მაუსის, თაჩის და სხვა მუშაობის პრინციპში გარკვევა, მათი მოდელირება და მცირე პროექტების შექმნა
  • მონაცემთა მიღებ-გადაცემა და მათი დამუშავების ხერხების გამოყებება დაწყებული მორზეს ტელეგრაფიდან დამთავრებული Bluetooth-ით დაWiFi-ით
  • ბიჯური და სერვო ძრავების მოქმედების პრინციპის შესწავლა, და მათი მუშაობის პრინციპის მოდელირება
  • 3D მოდელირების პროგრამების შესწავლა და საკუთარი 3D მოდელების შექმნა
  • ყოველივე ზემოთჩამოთვლილის რობოტოტექნიკაში გამოყენება და საკუთარი პროექტების შექმნა
  • STEM + ART = STEAM ეუფლებიან STEM ART ხელოვნებასა და შესაბამის სასწავლო პროგრამებს PhotoShop-სა და Illustrator-ს

 

კურსის გავლის შემდეგ:

მოსწავლეები ქმნიან საკუთარ პროექტებს, სხვადასხვა სახის ვირტუალურ მოდელს პროცესის სადემონსტრაციოდ, ასახსნელად, დასასაბუთებლად, ვარაუდის მხარდასაჭერად. შემდგომ ეტაპზე ვირტუალურ მოდელს ანაცვლებენ რეალურით. ხდება პროექტის ამოსავალი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი; საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა. პროექტის შეფასების სქემის შექმნა; პროექტის აქტივობების განხორციელება; პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა; პროექტის შეფასება. მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

 

მოსწავლეები მუდმივად ჩართულნი არიან ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში, აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს და მზად არიან მომავალი გამოწვევებისათვის.  

 

კურსის ხანგრძლივობა

I საფეხური - 2.5 თვე

II საფეხური - 9 თვე

III საფეხური - 9 თვე

 

ინტენსივობა: 

კვირაში 2 გაკვეთილი (1.5 -2 საათიანი)

 

ასაკობრივი ჯგუფები:

7 - 9 წელი

10 - 12  წელი

13 - 18 წელი  

 

კურსის სრული ღირებულება:

I საფეხური - 250 ლარი

II საფეხური - 900 ლარი

III საფეხური - 1350 ლარი

 

დამატებითი ინფორმაცია: სრული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირების საფუძველზე მოხდება ცოდნის დონის შემოწმება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი

 

კურსს წარუძღვებიან:  საქართველო ტექნილური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, STEM-ის უფროსი მენტორი - დავით სონღულაშვილი

                                 საქართველოს საუკეთესო IT ტექნოლოგიების სპეციალისტი, STEM-ის მენტორი - უტა კილასონია

                                 STEM-ის სერტიფიცირებული პედაგოგები: ელზა ხარშილაძე და ნინო ხიხაძე

 

გახდი STEM-ისა და STEAM-ის საოცარი სამყაროს ნაწილი!