+995 595 991119
რობოტიკა და რობოტექნიკა
ტექნოლოგიების სამყაროში მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ჭკვიან მოწყობილობებსა და მანქანებზე.
რობოტიკა სწრაფად ხდება საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ტექნიკური საგნების სწავლებასთან.
ფიზიკისა და მათემატიკის ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების ვიზუალიზაცია სწორედ რომ LEGO და რობოტებით არის შესაძლებელი.
რობოტიკა ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებით აზროვნების, სიტუაციების ანალიზის და კრიტიკული აზროვნების გამოყენებას ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.
გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, კონკურსებში მონაწილეობა და კონკურენცია - აძლევთ მათ გამოცდილებას. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, შეცდომების დაშვებითა და გამოსწორებით - მოსწავლეები პოულობენ სწორ გადაწყვეტილებებს.
რობოტიკა - ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მუდმივად „აიძულებთ“ ბავშვებს იმუშაონ გონებრივად და ეძიონ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტები.
რაც მთავარია სწავლების პროცესი არის საინტერესო, და სახალისო.
რობო-ტექნოლოგია კი არის გამოყენებითი მეცნიერება, რომელიც ქმნის ავტომატიზირებულ ტექნიკურ სისტემებს და დღეს მის გარეშე მსოფლიო წარმოუდგენელია.
* * * * * * *
როგორ ფიქრობთ:
- ლეგოს და მარტივი რობოტების აწყობით ბავშვები თამაშობენ თუ სწავლობენ?
- რობოტიკა - მოდის კიდევ ერთი ტენდენციაა, თუ დროის მოთხოვნა?
- რობოტების დიზაინზე მუშაობით - იხვეწება თუ არა მოზარდის გემოვნება?
- რამდენად დიდი ადგილი უკავია რობოტიკას მომავლის პროფესიებში?
ამ კითხვებზე პასუხების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც თქვენი შვილები აქტიურად ჩაერთვებიან რობოტიკის კურსში, მათ ბედნიერ თვალებს დაინახავთ - როდესაც საკუთარ რობოტს შექმნიან, სიხარულით დაელოდებიან ყოველ გაკვეთილს, ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას და მოაღწევენ წარმატებას.
ტექნოლოგიური ინდუსტრია ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა დღეს მსოფლიოში, ხოლო - პროფესიონალი ტექნოლოგები კი - ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადნი არიან.
ასე, რომ მიანდეთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი პროფესიონალებს - მათ, ვისაც უკვე საკმაოდ დიდი სიტყვა აქვთ ნათქვამი ამ სფეროში.
რობოტიკის სასწავლო კურსი დაყოფილია საფეხურებად მოსწავლეთა ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით:
I საფეხური - 7 - 9 წლის ( II, III, IV კლასი)
II საფეხური - 10 - 12 წლის ( V, VI კლასი)
III საფეხური - 13 - 18 წლის ( VII, VIII, IX , X, XI, XII კლასი)
- ლეგო
- რობოტები და მათი მრავალსახეობები
- რობოტების მუშაობის პრონციპები
- მარტივი მექანიზმები და მოწყობილობები
- სენსორები, პლატები, დრაივერები
- ელექტრო ინჟინერიის საფუძვლები
- ელექტრული სქემების შექმნა
- კოდირება
- სიმულატორები და mBot-ები
- mBlock პროგრამები mBot რობოტებისათვის
- მიკროკონტროლერი Arduino
- დაპროგრამება და პროგრამირების ენები
- 3D დიზაინი და ვიდეო ედითინგი
ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას და ჩვენი სასწავლო კურსები მორგებულია მონაწილეთა ასაკზე, უნარებსა და ინტერესებზე.
კურსის ხანგრძლივობა:
I საფეხური - 2.5 თვე
II საფეხური - 4 თვე
III საფეხური - 4 თვე
ინტენსივობა:
კვირაში 2 გაკვეთილი (1 -1.5 საათიანი)
ასაკობრივი ჯგუფები:
7 - 9 წელი
10 - 12 წელი
13 - 18 წელი
კურსის სრული ღირებულება:
I საფეხური - 250 ლარი
II საფეხური - 400 ლარი
III საფეხური - 500 ლარი
დამატებითი ინფორმაცია: სრული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირების საფუძველზე მოხდება ცოდნის დონის შემოწმება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
ყველა წარმატებული მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, შეჯიბრებებსა თუ კონკურსებში.