+995 595 991119
გამოყენებითი ფიზიკა-ინჟინერია
ყველაფერი - რაც ჩვენს გარშემოა - ფიზიკაა!
არა და ... სულაც არ გვიყვარს მისი სწავლა, რადგან ვთვლით რომ უინტერესოა და არაფერში გამოგვადგება.
სინამდვილეში, ყველა მომავლის პროფესიის საფუძველი და სამყაროს შეცნობის მთავარი გასაღები - სწორედაც, რომ ფიზიკა, ფიზიკის კანონები და ფიზიკური პროცესებია.
ჩვენ გთავაზობთ ფიზიკის ყველაზე შემოქმედებით, სახალისო და საინტერესო კურსს, რომელიც მის მნიშვნელობას სხვა თვალით დაგანახებს, შეგაყვარებს და გადაგიყვანს ექსპერიმენტების სამყაროში, მოგცემს საშუალებას შეიმეცნო გარესამყარო, ისეთი ფორმით დაეუფლო ცოდნას, რომელიც გიბიძგებს - გახდე ინოვატორი და აღმოაჩინო ჯერ კიდევ ამოუხსნელი კანონზომიერებების საიდუმლო. ფიზიკა ხომ - რთული სამყაროს ახსნა და აღწერაა უბრალო და გამოსადეგი, ნათელის მომფენი კანონებით.
მოსწავლეები სწავლის პროცესში გამოიყენებენ ფიზიკის ვირტუალურ, რეალურ-ვირტუალურ და ჰიბრიდულ ლაბორატორიებს. ჩაატარებენ ცდებსა და ექსპერიმენტებს. ფიზიკის თემებს განიხილავენ კომპლექსურად - ინჟინერიასთან ერთად და ყველაფერს მოუნახავენ „მნიშვნელობასა და გამოყენებას“.
სწავლება მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ პერსონალურ კომპიუტერში ექნება წვდომა საერთაშორისოდ აღიარებულ ფიზიკის ვირტუალურ ლაბორატორიებზე, რათა უკეთ შეძლონ მასალის დაუფლება და განუსაზღვრელი შინაარსის ექსპერიმენტებისა და კვლევების ჩატარება!
კურსის განმავლობაში თქვენ გაივლით:
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფიზიკის თემებს - სწავლების თანამედროვე და რაც მთავარია საინტერესო და პროდუქტიული მეთოდებით
- საინჟინრო ფიზიკას - გაიგებთ, თუ როგორ მოახდინოთ შეძენილი ცოდნის ტრანსფორმაცია და დაუკავშიროთ ინჟინერიას
- იმუშავებთ საინტერესო პროექტებზე
- შექმნით საკუთარი სამეცნიერო პროექტს STEM მიმართულებით ფიზიკაში
- განივითარებთ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც 21-ე საუკუნის ცოდნის მოთხოვნებს შეესაბამება
- სულ სხვა თვალით დაინახავთ ფიზიკის მნიშვნელობასა და მომავალს
კურსს წარუძღვებიან - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი, ფიზიკის სახელმძღვანელოების ავტორი - ქეთევან ტატიშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი
კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე, 80 საკონტაქტო საათი
ინტენსივობა: კვირაში 2 გაკვეთილი (1.5 საათიანი)
ასაკი: 14+
კურსის სრული ღირებულება: 500 ლ
დამატებითი ინფორმაცია: სრული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირების საფუძველზე მოხდება ცოდნის დონის შემოწმება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი