+995 595 991119

„მასწავლებელი ბუ“

 

პროექტი: „მასწავლებელი ბუ“

პროგრამა: ხელოვნური ინტელექტი, ბოროტიკა და ინტელექტუალური მანქანები.

ავტორი: ანი თეთრაშვილი

მენტორი: დავით სონღულაშვილი

„როგორც ვიცით დღეისათვის არსებობს მრავალი შემეცნებითი თამაშები: ხმოვანი წიგნები და სათამაშოები.  ჩვენს მიერ შექმნილი შემეცნებითი სათამაშოს  უპირატესობებია: ინტერაქტიულობა და მისი შესაძლებლობა იმუშაოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, აქვს შეფასების უნარი. ფაქტიურად ის წარმოადგენს რობოტ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია: კითხვის დასმა,  სწორი პასუხის შეფასება. სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშის შექება, ხოლო შეცდომის შემთხვევაში, სწორ პასუხზე მითითება.

ჩვენი წამოწყების მიზანი იყო შეგვექმნა სასწავლო-შემეცნებით უნარებზე დაფუძნებული სათამაშო. გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც არის დიზაინურად მიმზიდველი, გათვლილია დაწყებითი და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. სათამაშო ადვილი სამართავია და შესაბამისად არ საჭიროებს გარეშე პირის ჩარევას.

ჩვენი პროდუქცია - სათამაშო  „მასწავლებელი ბუ“ ინტერაქტიულია, მას აქვს ორი რეჟიმი. I. შესწავლის რეჟიმი - რომელიც უზრუნველყოფს, ანბანის, ციფრების, გეომეტრიული ფიგურებისა და ფერების შესწავლას.

ამ რეჟიმში, „მასწავლებელ ბუსთან “ ბარათის მიტანისას, ბუ სიტყვიერად ასახელებს ბარათზე გამოსახულ ასოს, ციფრს, გეომეტრიულ ფიგურას ან ფერს. ბავშვი იმახსოვრებს თითოეულ მათგანს. II.  სავარჯიშო რეჟიმი -  „მასწავლებელი ბუ“ თვითონ მოითხოვს ბავშვისაგან, ამა თუ იმ ასოს, ციფრისა თუ ფიგურის ამოცნობას და ამოწმებს გაცემული პასუხის სისწორეს. სწორი პასუხის შემთხვევაში შეაქებს მოთამაშეს, ხოლო არასწორი მოქმედებისას მიუთითებს შეცდომაზე და შეუსწორებს მას.

პროექტის მიზანია მოზარდი პატარაობიდანვე მიეჩვიოს აზროვნებას. მისი გამოყენებით დაინტერესდებიან საბავშვო ბაღები, ასევე დიასპორის წარმომადგენლები. სათამაშო სრულიად უსაფრთხოა, იგი მუშაობს როგორც კვების წყაროდან, ასევე ელემენტებზე.  (კვების ძაბვა - 9ვ.)

 „მასწავლებელი ბუ“ -მისი სტრუქტურული სქემა შედგება შემდეგი კვანძებისგან: მიკროპროცესორი, ბარათის წამკითხველი (reader), SD ბარათი, ხმამაღლა მოლაპარაკე (speaker) ბარათის წამკითველი (reader) კითხულობს დარეგისტრირებული ბარათის ნომერს. გადასცემს ინფორმაციას მიკროპროცესორს, ეს უკანასკნელად აანალიზებს ბარათის კოდს და გადასცემს SD ბარათს“.

 SD ბარათი წარმოქმნის შესაბამის ბგერას - გადასცემს ხმამაღლა მოლაპარაკეს რაც აღითქმება მომხმარებლის მიერ.

 

#SEIT ACADEMY

#STEM ACADEMY