+995 595 991119
„რობოტო ბენდი“
კონკურს - „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული პროექტი!
პროგრამა: რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები.
ავტორები: გეგა შავდათუაშვილი, მარიამ ნინუა, ბაია გრძელიშვილი.
მენტორი: დავით სონღულაშვილი
„რობოტო-ბენდში“ ჯერ მხოლოდ დირიჟორი და ქსილოფონისტი არიან და საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. თუმცა, პატარა გამომგონებლების შექმნილი პროგრამით, ქსილოფონისტი მზადაა ნებისმიერი კომპოზიცია ისწავლოს და შეასრულოს. როდესაც მარიამმა, ბაიამ და გეგამ ერთმანეთი გაიცნეს, მალევე მიხვდნენ, რომ მათ ერთი რამ - მუსიკა აერთიანებდათ.
„ჩვენი მიღწევა ის იყო, რომ მექანიკურ მოწყობილობას ხელოვნური ინტელექტი მივანიჭეთ და თან პროგრამასთან დავაკავშირეთ. თითოეულ ფირფიტას თავისი კოორდინატი აქვს. რობოტს სჭირდება ტრიალი თითოეულ კლავიშს რომ მიაღწიოს, ამიტომ ის ბიჯური ძრავის მეშვეობიოთ მოძრაობს. დარტყმაში კი ელექტრომაგნიტი ეხმარება. ჩვენ დავწერეთ 4 პროგრამა, რომლებიც ტელეფონსა და კომპიუტერში გვაქვს და ერთმანეთთან ბლუთუზ მოდულით არიან დაკავშირებული. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვაკონტროლოთ ჩვენი მოწყობილობა. ვირტუალური დირიჟორიც ჩვენი დაწერილი პროგრამით დირიჟორობს და სრულ სინქრონშია მუსიკოს რობოტებთან“
# SEIT ACADEMY
# STEM ACADEMY