+995 595 991119

ცოტაოდენი პროგრამირების შესახებ: რა არის? რატომ გვჭირდება?

რა არის პროგრამირება?

პროგრამირება გარკვეული ინსტრუქციების ერთობლიობაა, უფრო მარტივად რომ ავხსნათ კი ეს არის პროცესი, როდესაც მოწყობილობას ასწავლი რა გააკეთოს, როგორ ან/ და როდის. ერთი შეხედვით ეს მარტივი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრეეს ერთი შეხედვით ჩანს.

პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ რომ კოდების წერის ერთი კონკრეტული, საუკეთესო გზა არ არსებობს და დღესდღეისობით უამრავი რაოდენობის პროგრამული ენა არის შექმნილი, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენება. მხოლოდ ერთი კონკრეტული პროგრამული ენის ცოდნით თითქმის შეუძლებელია გახდე პროგრამისტი/ დეველოპერი.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი: რა გვჭირდება იმისათვის რომ გავხდეთ კარგი პროგრამისტი- ხშირი განხილვის საგანია, უმეტესობა თანხმდება, რომ სასურველია გესმოდეს:

ლოგიკა და ალგორითმები

სხვადასხვა სისტემებისა და პროგრამული ენების კავშირი

 

ასევე, საჭიროა შეგეძლოს ადამიანებთან კონტაქტი და კომუნიკაცია რათა გახდე წარმატებული დეველოპერი და იმუშაო სხვადასხვა პროექტზე.

რაში დაგეხმარება პროგრამირების ცოდნა?

თანამედროვე დროში, ციფრული მოწყობილობები ყველგანაა. მათთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა კი ერთ- ერთი საჭირო უნარია. თუ უკეთესად შეისწავლი იმ მოწყობილობებს, რასთანაც ყოველდღე გაქვს შეხება, უკეთესად შეძლებ მათ გამოყენებას.

პროგრამირება დაგეხმარებათ განავითაროთ სხვადასხვა უნარი. პროგრამირების შესწავლის პროცესს შეუძლია ხელი შეუწყოს სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც გამოსადეგი იქნება თქვენს კარიერასა და ცხოვრებაში. დაგეხმარებათ საინტერესო იდეების განხორციელებაში, როგორებიცაა: ვებსაიტები, აპლიკაციები, თამაშები და პროგრამები,მონაცემთა ანალიზი,ანდა რთული ამოცანების ავტომატიზაცია. ასეთ პროექტებზე მუშაობა დაგეხმარებათ უკეთესად აზროვნებასა და მუშაობაში: გიბიძგებთ ახალი იდეების შექმნისკენ, ასევე პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში.

აირჩიე შენი გზა:

რის შექმნას აპირებ?

როგორც უკვე ვახსენეთ, სხვადასხვა პროგრამული ენით, სხვადასხვა პროდუქტის შექმნა არის შესაძლებელი. მოცემულ ცხრილში შეგიძლია გაეცნოთ სხვადასხვა დარგისა და მათ შესაბამის, ყველაზე გავრცელებული პროგრამული ენების ჩამონათვალს:

 

 

#SEITACADEMY

G.SH.